პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება

მარგველაშვილი: ჟვანია ამბობდა, უმუშევრობის ყველაზე კარგი სტატისტიკა მაცივარიაო

არ მინდა სტატისტიკურ დებატებში შესვლა იმის თაობაზე, რამდენი არის უმუშევარი და რამდენი დასაქმებული, მაშინ როდესაც სტატისტიკა ეფუძნება ასეთ განსაზღვრებას: წინა 7 დღის განმავლობაში, სულ მცირე, ერთ საათით მაინც მუშაობდა შემოსავლის მიღების მიზნით, ეხმარებოდა უსასყიდლოდ ან ფორმალურად ირიცხებოდა მომუშავედ. ამ ფორმულიდან გამომდინარე დგინდება თურმე უმუშევრობა საქართველოში. ჩემი მეგობარი, ზურა ჟვანია ამბობდა ხოლმე, რომ ყველაზე კარგი სტატისტიკა არის მაცივარი - გამოაღებ მაცივარს ოჯახში და მიხვდები, როგორია ეკონომიკური მდგომარეობა. დღეს ჩვენ ისეთი მდგომარეობა გვაქვს დასაქმების თვალსაზრისით, რომ ჩვენი მოქალაქეები მზად არიან რეალურად სიცოცხლის მოსპობის რისკის მიუხედავად არ დაკარგონ სამსახური. ზოგიერთი მათგანი ყოველდღე გადის სამსახურში, სადაც ემუქრება სიკვდილი. მე არ ვლაპარაკობ შრომის უსაფრთხოებაზე, ვლაპარაკობ იმ მდგომარეობაზე, რომელიც არის დასაქმების თვალსაზრისით. 

კომენტარები