პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება

კვირიკაშვილი: ველოდი, რომ პრეზიდენტის გამოსვლა იქნებოდა უფრო ღრმა, მეტი ანალიზით

მე პირადად მქონდა მოლოდინი, რომ პრეზიდენტის ბოლო გამოსვლა ამ რანგში იქნებოდა გაცილებით უფრო ღრმა, მეტი ანალიზით, უფრო კონცენტრირებული, იქნებოდა პრობლემების მეტი ანალიზი და ასევე საუბარი შეეხებოდა მათი მოგვარების გზებს. მან ისაუბრა ქვეყანაში სოციალურ მდგომარეობასა და პრობლემებზე, რასაც ჩვენ არათუ არ უარვყოფთ, არამედ ხელისუფლების ყველა შტო მუშაობს აქტიურად, რათა ქვეყანა წინ წავიდეს ამ მიმართულებით. მან ისაუბრა ინსტიტუციებისადმი უპატივცემულობასა და ინსტიტუტების დაკნინებაზე, როდესაც თვითონ დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ მათ შორის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები და ა.შ.
ვფიქრობ, პრეზიდენტს გაცილებით ფართოდ უნდა მიმოეხილა ის პრობლემატიკა, რაც დღეს ჩვენს ქვეყანაში არის და პრეზიდენტის ინსტიტუტის უფრო მეტი გამაერთიანებლის ფუნქცია უნდა გამოეჩინა. მართალი გითხრათ, გაცილებით უფრო მეტს ველოდებოდი ამ გამოსვლისგან.

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილის პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას აფასებს.

კომენტარები