პარლამენტი

მარშანია ბოკერიას: მინდა, შეგახსენოთ, რომ ეს პუწინი, ადამიანი, ვლაძიმირი არის უძლიერესი

ბოლოს და ბოლოს, ვიფიქროთ იმაზე, რომ ვერსად ვერ გავექცევით ჩვენ [საქართველო და რუსეთი], გავატაროთ პრაქტიკული და პრაგმატული პოლიტიკა და ძალიან გთხოვთ, ბატონო [გიგა] ბოკერია, ნუ ნერგავთ ჩვენს საზოგადოებაში, განსაკუთრებით, ახალგაზრდა თაობაში, ანტირუსულ განწყობილებას არ ვიტყოდი მე... კი ბატონო, გძულდეთ პუტინი, ბატონო ბოკერია, საერთოდ, პოლიტიკაში სიძულვილი-სიყვარული არ ვიცი, სად გასწავლეს თქვენ ეს? პოლიტიკაში მე ვიცი ინტერესები. მე ვიცი, პირველ რიგში, ბატონო ბოკერია, რომ პუტინი არის რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი. აი, ეს მინდა შეგახსენოთ და ეს უნდა გახსოვდეთ თქვენ ყოველ წუთს. და ისიც მინდა, შეგახსენოთ, რომ მოსწონთ მათ თუ არა, მთელი მსოფლიო ამ ადამიანს ელაპარაკება, რომელიც თქვენ ასე არ მოგწონთ, მაგრამ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ეს პუწინი, ადამიანი, ვლაძიმირი, არის უძლიერესი, ძალიან რთული და მძიმე, ანგარიშგასაწევი, ალბათ, დიდი ხანი ასე იქნება

პატრიოტთა ალიანსის დეპუტატი ადა მარშანია პარლამენტში, 2 მაისის პლენარულ სესიაზე ევროპული საქართველოს დეპუტატს, გიგა ბოკერიას, მიმართავს

კომენტარები