ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

მელია: ივანიშვილმა გავლენიანი ინსტიტუტი, საპატრიარქო, პრაქტიკულად დაანგრია

როდესაც ყველაზე მძლავრი და გავლენიანი ინსტიტუტი, საპატრიარქო, დიახაც, ბიძინა ივანიშვილის ხელით დღეს არის იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც არის და ყველაზე მაღალი ნდობით სარგებლობდა საზოგადოებაში და 90%-ზე ნაკლები ნდობა ამ ინსტიტუტს არ ჰქონდა, დღეს რა ხდება? განახევრდა ნდობა. როდესაც სასულიერო პირს, დეკანოზ მამალაძეს, აი, ასე, უბრალოდ, უსამართლოდ მოკიდეს ხელი და მატროსოვის ციხეში ჰყავთ გამომწყვდეული, დღეს, ვითომც არაფერი, ერთ-ერთი გავლენიანი სასულიერო პირი - ეს გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა.

კითხვები არსებობს და ამ კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს ბიძინა ივანიშვილს. ერთერთი ყველაზე გავლენიანი სასულიერო პირი, დიახაც, ანაფორა გახადა და გაუშვა მატროსოვის ციხეში და ალპობს იქ და შედეგი სახეზეა. მე პირადად, პირდაპირ გეტყვით, შევხვდი აღდგომას ზუგდიდში, ტაძარში და ზუგდიდელების გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, ცარიელი იყო პრაქტიკულად ტაძარი და მერე როდესაც მოვიკითხე, ყველა იგივეს აღნიშნავს (მინდა სიმართლე გითხრათ, და საზოგადოებას ვუთხრა, მიაქციოს ყურადღება) სამების ტაძარში შესვლა იყო ძალიან რთული - შობის დღესასწაულზე, აღდგომის დღეს. ძალიან რთული იყო ფიზიკურად, იმდენი ადამიანი იყო.

დღეს განახევრდა მრევლი და ეს ხო ჩანს კვლევით. რას ჰქვია, მრევლს მიხედავს ეკლესია? პირველ რიგში, ჩემთვის არის ადამიანი, რომელსაც კაცმა გახადა ანაფორა, მოხსნა ჯვარი და შეაგდო მატროსოვის ციხეში. მე უბრალოდ ფაქტის კონსტანტაციას ვახდენ, ჩანს ეს ციფრებში და პროცენტებში ეს ადამიანი, წარმოიდგინეთ, ივანიშვილი, რომ მოდიოდა ხელისუფლებაში, სააკაშვილს და ნაციონალურ მოძრაობას ანტიქრისტობრივ მოძრაობად ნათლავდა, რომელმაც 600 ეკლესია აღადგინა.

და რა გააკეთა? წარმოიდგინეთ, ეს ყველაფერი სააკაშვილის ხელისუფლების დროს რომ გაეკეთებინათ. მარტივად, ადამიანური ენით ვსაუბრობ. ადამიანს, სასულიერო პირს გახადეს ანაფორა, მოხსნეს ჯვარი და მატროსოვის ციხეში შეიყვანეს, ვითომც არაფერი. ყველაზე გავლენიანი ინსტიტუტი დაანგრია პრაქტიკულად. მრევლზე კი არ ვსაუბრობ, ეს დაკავშირებული პროცესებია, ერთიმეორესთან. მე შეგნებულად ვამბობ, წარმოიდგინეთ, ეს მომხდარიყო ნაციონალური მოძრაობის დროს, თქვენც ვერ დამალავდით აღშფოთებას, თქვენც ვერ დამალავდით და სამართლიანად ვერ დამალავდით

ენმ-ის დეპუტატი და ლიდერი, ნიკა მელია ტელეკომპანია პირველის ეთერში

კომენტარები