მან ძალიან კარგად იცოდა და ზუსტად იცოდა, როგორი პროცედურაა დაკავშირებული მის მოხსენებასთან დაკავშირებით. ამ კონტექსტის გათვალისწინებით, მისი ეს მოთხოვნა არის ბევრად გაუგებარი, ვიდრე იქნებოდა, ეს მოთხოვნა რომ საქმეში ჩაუხედავ ადამიანს დაეყენებინა.
პრეზიდენტი არის კონსტიტუტციის გარანტი, ის პირველი უნდა მოგვიწოდებდეს კანონის პატივისცემისა და დაცვისკენ, ეს კიდევ უფრო მძიმეს ქმნის იმ შთაბეჭდილებას, რომელიც შეიქმნა. სამწუხაროდ, ჩვენ გვთხოვენ კანონის გადაცდომას, გადახვევას და რეგლამენტის წინააღმდეგ მოქმედებას, რაც ჩემთვის, როგორც პარლამენტის თავმჯდომარისთვის, პრინციპულად მიუღებელია.
...მე პირადად ვფიქრობ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, რომ ასეთი გადახვევა იქნებოდა დათვური სამსახური ინსტიტუტებისადმი, როგორც პრეზიდენტის და ისე პარლამენტის ინსტიტუტებისადმი. ეს არის ჩემი პოზიცია, ამის მიუხედავად, გთავაზობთ, კენჭისყრაზე დავაყენოთ საკითხი და გადავწყვიტოთ, რას ვანიჭებთ უპირატესობას.