პრეზიდენტის გამოსვლა

ჩხენკელი: ძალიან ბევრი რამეა გაკეთებული განათლების სიტემაში მარგველაშვილის შემდეგ

სამწუხაროა ის ფაქტი, რომ როგორც ჩანს, პრეზიდენტი არ ადევნებს თვალ-ყურს განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესებს. ძალიან ბევრი რამე არის გაკეთებული განათლების სიტემაში მისი მინისტრობის შემდეგ. კერძოდ, ინტერნაციონალიზაციას და მეცნიერებაზე ზრუნვას გამოვყოფდი და მოგეხსენებათ, რომ საქართველო გახდა „ჰორიზონტი 2020“-ის ასოცირებული წევრი, რაც უაღრესად მნიშვნელოვანი მოვლენა გახლდათ მეცნიერების დაფინანსების კუთხით. დანერგილია ახალგაზრდა მეცნიერების წახალისების სხვადასხვა მექანიზმი. მიმდინარეობს სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი და სექტემბრიდან პირველი და მეექვსე კლასების ჩათვლით სრულიად ახალი, მაღალი ხარისხის სახელმძღვანელოები შევა. ძალიან მალე საქართველო გახდება CERN-ის ასოცირებული წევრი, რაც უაღრესად დიდი მიღწევა იქნება ჩვენი მეცნიერებისთვის და მრავალი სხვა მოვლენა როგორც განათლების, ასევე მეცნიერების კუთხით განხორციელდა და როგორც ჩანს, პრეზიდენტი ამას ყურადღებას არ აქცევს.

განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი მარგველაშვილის გუშინდელ განცხადებაზე. პრეზიდენტმა გუშინ პარლამენტში გამოსვლისას თქვა, რომ განათლების სისტემაში მისი მინისტრობის შემდეგ არაფერი გაკეთებულა.

კომენტარები