კალაძე: როცა საშუალება იქნება, დავაყენებ ხელფასების მატების საკითხს

დღეს მუნიციპალიტეტს არ აქვს იმის საშუალება, რომ 45%-ით გაზარდოს ხელფასი.  აბსოლუტურად გაუგებარია მოთხოვნა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩემს თანამშრომლებს რაღაც ჯგუფებად არ ვყოფ და პრიორიტეტებს არ ვანიჭებ. ჩემთვის მათი ყველას საქმიანობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ყველას აქვს უდიდესი პასუხისმგებლობა პირველ რიგში, დედაქალაქის მოსახლეობის მიმართ. შესაბამისად, როდესაც ეკონომიკური მდგომარეობა იქნება გაუმჯობესებული, პირველი ვიქნები მე, ვინც დააყენებს საკითხს, რომ ხელფასების მატება უნდა იყოს არა მხოლოდ მეტროს მემანქანეების მიმართ. ჩვენ გვაქვს რიგი მიმართულებები, სადაც ორჯერ და სამჯერ ნაკლებ ხელფასებს იღებენ ადამიანები. უდიდესი პასუხისმგებლობა აკისრიათ მათაც იმ საქმიანობაში, რასაც აკეთებენ, მაგრამ ქვეყნის სიყვარულით, პასუხისმგებლობით გრძნობებით ეპყრობიან. მათ იციან, როდესაც საშუალება გაჩნდება, ჩვენ მაშინვე მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ ეს პრობლემები მოგვარდეს, მათ შორის მემანქანეების.

ინტერპრესნიუსის ცნობით, თბილისის მერი კახა კალაძე მეტროს მემანქანეების დაანონსებულ გაფიცვაზე.

კომენტარები