ფოფხაძე: ვისაც აიისას დაცვა უნდა, ფსიქიკაში არ აქვს რაღაც ნორმალურად ჩამოყალიბებული

თამარ მეფე მთელი საქართველოსთვის, ყველა ქართველისთვის არის მეფეთმეფე. დიდი ისტორიის სიმბოლოს წარმოადგენს. თუ ვინმეს გონია, რომ ასეთი უფლება უნდა დაიცვას სახელმწიფომ, იმ ადამიანს ალბათ ფსიქიკაში არ აქვს რაღაც ნორმალურად ჩამოყალიბებული. მგონია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ამ შემთხვევაში აბსოლუტურად სწორია და ყველას უნდა გვქონდეს იმის სამოქალაქო ვალდებულება, რომ არამარტო მატერიალურად არ შევეხოთ სხვის ქონებას, არამედ გრძნობებსაც გავუფრთხილდეთ. 

თქვა ქართული ოცნების წევრმა, გედევან ფოფხაძემ აიისას საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებისას. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლაშა თავართქილაძემ პრეზერვატივების კომპანია "აიისა" 500 ლარით დააჯარიმა და რამდენიმე შეფუთვისა და რეკლამის სამომავლოდ გამოყენება აუკრძალა.მოსამართლის აზრით, პრეზერვატივის შეფუთვაზე ორ თითზე წამოცმული პრეზერვატივის, ასევე თამარ მეფის გამოსახვამ საზოგადოების მორალი და ღირსება შელახა. 
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო დატოვა (LIVE)

კომენტარები