ქუცნაშვილი აიისაზე:  თქვენი სურათი რომ იყოს გამოსახული, გაგიხარდებათ?

ჩვენ გვაქვს დაწერილი და დაუწერელი ტრადიცია, რომ ამ ქვეყნიდან წასულებზე ცუდს არ ვსაუბრობთ და შესაბამისად, მით უმეტეს, წმინდანებზე. აქედან გამომდინარე, გააჩნია, ვინ რა ზნეობრივი მორალით ხელმძღვანელობს, ვინ რა კატეგორიით საქმიანობს. უხეში შედარება რო მოვიყვანოთ, თითოეული ჩვენგანის ოჯახის წევრი რო გამოსახონ იქ, როგორ ჩაითვლება ეს საზოგადოების მხრიდან, მოგეწონებათ, თქვენი ოჯახის სურათი რო იყოს გამოსახული? თქვენი სურათი რომ იყოს, გაგიხარდებათ? მე მგონი, არ გაგიხარდებათ და თუ ვინმე ხართ ეგეთი მაზოხისტი, რომ საკუთარი სურათის დახატვას მოინდომებთ, ნუ არა მგონია, თქვენს [ჟურნალისტების] საზოგადოებას ვიცნობ და ვიცი, რომ ღირსეული ხალხი ხართ. 

თქვა ქართული ოცნების წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა აიისას საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებისას. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლაშა თავართქილაძემ პრეზერვატივების კომპანია "აიისა" 500 ლარით დააჯარიმა და რამდენიმე შეფუთვისა და რეკლამის სამომავლოდ გამოყენება აუკრძალა.მოსამართლის აზრით, პრეზერვატივის შეფუთვაზე ორ თითზე წამოცმული პრეზერვატივის, ასევე თამარ მეფის გამოსახვამ საზოგადოების მორალი და ღირსება შელახა. 
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პოლიციამ სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის 2 თანამშრომელი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები