ვარდების მოედანი

სუბარი: რევოლუციის აქტიური მონაწილე ვიყავი, მაგრამ მოედანს სახელი უნდა შეეცვალოს

მე მგონია, რომ სწორი გადაწყვეტილებაა ვარდების მოედნისთვის სახელის გადარქმევა. ვეცდები დავასაბუთო თუ რატომ. მე ვარდების რევოლუციის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე, მხარდამჭერი ვიყავი. მაშინაც კი, როდესაც უკვე სააკაშვილის ხლეისუფლების პოლიტიკის მიმართ ძალიან კრიტიკული ვიყავი. მაინც მგონია, რომ ვარდების რევოლუციამ არაერთი დადებითი რეფორმა, წინსვლა მოიტანა, მაგრამ მან მოიტანა ის ფაქტიც რასაც ჰქვია ოკუპირებული… ამაზე ცუდი საქართველოს არაფერი მოსვლია. ეს ტერიტორიები მანამდეც ოკუპირებული იყო ნაწილობრივ, თუმცა დღეს არის არამხოლოდ მთლიანად ოკუპირებული, არამედ რუსეთმა ის სცნო კიდევაც

ტვ პირველის ეთერში ვარდების მოედნისთვის სახელის შეცვლის შესახებ ამბობს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი

კომენტარები