პრეზიდენტის მოხსენება

მდინარაძე: რაც უნდა კომიკური იყოს პრეზიდენტის განცხადებები აღარ ღირს პასუხის გაცემა

მარგველაშვილი ცდილობს თავი ჩაგრულად წარმოაჩინოს და ამით მოიპოვოს საზოგადოების მხარდაჭერა.ასევე ცდილობს, ჩართოს საქართველოს პარლამენტი “დაჩაგრული პრეზიდენტის” იმიჯის შექმნის კამპანიაში. სწორედ ამიტომ, მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს, არ ჩაერთონ გაქცეული პრეზიდენტის არასერიოზულ პიარ კამპანიაში და რაც არ უნდა კომიკური იყოს მისი საათში ერთხელ გაკეთებული ყოველი ახალი განცხადება, ვფიქრობ, ამაზე საერთოდ აღარ ღირს პასუხის გაცემა - საზოგადოებას გაცილებით სხვა პრობლემები აწუხებს, ვიდრე პრეზიდენტის უსაგნო კინკლაობა პარლამენტთან

მამუკა მდინარაძე გიორგი მარგველაშვილის შესახებ. უმრავლესობასა და პრეზიდენტს შორის ურთიერთკრიტიკული განცხადებები მას შემდეგ დაიწყო, რაც პრეზიდენტი და უმრავლესობა დებატების ფორმაზე ვერ შეთანხმდნენ და პრეზიდენტმა ყოველწლიური მოხსენების შემდეგ პარლამენტი პროტესტის ნიშნად დატოვა.

კომენტარები