ირაკლი კობახიძე

კობახიძე: მარგველაშვილს არჩევნებში მეორე ადგილზე გასვლის შესაძლებლობა არ აქვს  

საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრის შესაძლებლობა ყველას აქვს, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მოქმედ პრეზიდენტს. თუმცა, რაც შეეხება წარმატების შანსებს, დარწმუნებული ვარ, რომ მეორე ადგილზე გასვლის შესაძლებლობა გიორგი მარგველაშვილს არ აქვს. ეს არის დღევანდელი რეალობა. სავარაუდოდ, კონკურენცია წარიმართება იგივე რესურსებით, როგორიც ჰქონდათ პოლიტიკურ პარტიებს ბოლო მუნიციპალურ არჩევნებში და ხმებიც, მე ვვარაუდობ, რომ დაახლოებით ისევე გადანაწილდება, როგორც ეს ხმები გადანაწილდა მუნიციპალურ არჩევნებში.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ეს განცხადება დღეს ვაკის პარკში გააკეთა, სადაც მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

კომენტარები