ირაკლი კობახიძე

კობახიძე: როცა ჩვენი ორი რეგიონი ოკუპირებულია, რუსული პროპაგანდა მიუღებელია

რუსული პროპაგანდა შემაშფოთებელია და აქტიური მუშაობაა საჭირო იმისათვის, რომ შესაბამისი რისკების პრევენცია მოხდეს. ჩვენ ამაზე აქტიურად ვმუშაობთ. ვმუშაობთ მათ შორის ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვა. იმ რეჟიმში, როდესაც ოკუპირებულია ჩვენი ორი ისტორიული რეგიონი, ასეთი პროპაგანდა ჩემთვის, პირადად, აბსოლუტურად მიუღებელია. [...] ჩვენთვის მთავარია, რომ ჩვენი სტრატეგიული მიზნები უზრუნველყოფილი იყოს, ასევე მთავარია, რომ გაგრძელდეს მუშაობა საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების რეალიზებისათვის. ეს პრიორიტეტებია, როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი დასავლური ინტეგრაცია, ნატოში ინტეგრაცია, ევროკავშირში ინტეგრაცია და ჩვენი უმთავრესი სტრატეგიული მიზანია დე-ოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ამ მიმართულებით უნდა გაკეთდეს ყველაფერი, მათ შორის, პროპაგანდის თვალსაზრისით უნდა მივიღოთ შესაბამისი ზომები.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ეს განცხადება დღეს, ვაკის პარკში გააკეთა, სადაც მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

კომენტარები