მე კარგად მესმის, რამდენად რთულია, აუხსნა სმენის არმქონე ადამიანს, რას ნიშნავს სიჩუმე, ან უთხრა უსინათლოს, როგორია სიბნელე. ამიტომაც ამ კაცს და მის თანამოაზრეებს არაფერს ავუხსნი, თუმცა ის ისეთ თემას შეეხო, რომ ვალდებული ვარ, საზოგადოებას ჩემი დამოკიდებულება განვუმარტო.
ჩემს ოჯახს ბევრი ახალი ეკლესიის მშენებლობაში აქვს მონაწილეობა მიღებული, ასევე ასობით ძველი ეკლესია-მონასტერი აქვს აღდგენილი. მთელი ჩვენი ოჯახი მართლმადიდებლურ რელიგიაზე დაფუძნებული ღირებულებებით ცხოვრობს და, ამასთანავე, უდიდესი პატივისცემით ექცევა ყოველი ადამიანის მრწამსს.