ქართული ოცნების ყრილობა

სესიაშვილი: ბატონი ბიძინა არ ბრუნდება ხელისუფლებაში, ის არ წასულა პოლიტიკიდან

ბატონი ბიძინას პოლიტიკაში დაბრუნება, მე ვფიქრობ, რომ არასწორად არის აღქმული, იმდენად რამდენადაც ბატონი ბიძინა არ ბრუნდება ხელისუფლებაში და ის არ წასულა პოლიტიკიდან. ის იყო და არის ქართული ოცნების დამფუძნებელი. მისი პარტიის თავმჯდომარედ დაყენება და არჩევა განპირობებულია იმით, რომ ჩვენი პარტია ქართული ოცნება გაძლიერდეს

განაცხადა ქართული ოცნების ერთერთმა ლიდერმა ირაკლი სესიაშვილმა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ. შეგახსენებთ, რომ დღეს ქართულ ოცნებაში ყრილობა იმართება, სადაც ივანიშვილს პარტიის თავმჯდომარედ ოფიციალურად აირჩევენ. ასევე, განახლდება პოლიტსაბჭო.

კომენტარები