სპეცოპერაცია კლუბებში

გვარჯალაძე აქციის დარბევაზე: ასეთი ფორმა ქვეყნისთვის მიუღებელი და დამაზიანებელია

ძალიან ცუდი ფორმაა, რომელიც ჩვენი ქვეყნისათის აბსოლუტურად მიუღებელია, ძალიან ცუდად წარმოაჩენს ქვეყანას, რაც ხდება. არ ვიცი რა მიზეზი ჰქონდა პოლიციას ერთადერთი ის ინფორმაცია მაქვს, რაც გამოქვეყნდა. ეს არავისთვის მომგებიანი არ არის პირიქით დამაზიანებელია ქვეყნისთვის. ის სფეროა, რომლითაც ქვეყანამ ბოლო 5 წლის განმავლობაში სახელი გაითქვა და რაც ხდება წამგებიანია. არ მესმის რატომ ჩავაყენეთ ის ახალგაზრდები ამ მდგომარეობაში, რომლებიც საცეკვაოდ იყვნენ მისულნი ან პოლიცია რატომ ჩავაყენეთ ამ სიტუაციაში

თბილისის ღამის ეკონომიკის ხელმძღვანელი სერგი გვარჯალაძე წუხელ კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ შეკრებილი აქციის მონაწილეებთან მივიდა.

კომენტარები