ნარკოპოლიტიკა

თარხან-მოურავი: ასეთი პროტესტები არ ემუქრება სტატუს ქვოს - პირიქით, ამყარებს მას

თუ ყველა რეჟიმს აქვს თავისი შტრიხები, დღევანდელის მთავარი შტრიხია "მთვრალი მაიმუნის" სტილი.

არ არსებობს გამოკვეთილი პოლიტიკური ხაზი, რომელიმე საკითხში. სამაგიეროდ, არსებობს უამრავი იდეურად ერთმანეთის საპირისპირო ჯგუფი, რომელსაც ხელისუფლება მწყემსავს.
შედეგად - თუ იმ ცხრა წელს ნებისმიერი პროტესტი იყო მიმართული კონკრეტული ვერტიკალის წინააღმდეგ - ახლა ხდება ნებისმიერი პროტესტის დისიპაცია, "გაბნევა".

იმის მაგივრად, დგებოდეს პირველი კაცის - ან პრემიერის მაინც - პასუხისმგებლობა, ყველა პროტესტი ეჯახება რაღაც აბრევიატურებს, კარის პაიკებს, პარალელური პრეტენზიებით "აპოლიტიკურობაზე" და ხან ერთი ხან მეორე ოპოზიციონერის დემონსტრაციული გაგდებებით აქციებიდან.

რაც ნიშნავს, რომ ქვვეყნის მმართველებს სანერვიულო არაფერი აქვთ - ასეთი პროტესტები არ ემუქრება სტატუს ქვოს - პირიქით, ამყარებს მას, იმით, რომ აქცევს პოლიტიკურ პროცესებს "მეფის კარის თამაშების" ჩარჩოებში.

სინამდვილეში, პოლიტიკურად, საერთოდ არაა არსებითი მთავრობის რომელიმე ნაბიჯის დაგეგმვის ანატომია - პოლიტიკა იზომება ქმედებით და მისი შედეგებით - დანარჩენი ჭორაობაა. პოლიტიკური ნაბიჯი გადაიდგა - ქვეყნის მმართველებმა თქვეს, რომ "ნარკომანიის ალაგმვის" ილუზია მათთვის დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თბილისის საერთაშორისო "ქლაბინგის მექობა", თავისუფლების ზრდის განცდა და კიდევ ბევრი რამე.

საკუთარ facebook-ზე წერს სანდრო თარხან მოურავი.

კომენტარები