კობახიძე სპეცოპერციებზე: სხვადასხვა ქვეყანაში კლუბებში არაერთხელ მომხდარა მსგავსი

მე გამოვხატავ პატივისცემას ყველა იმ ახალგაზრდის მიმართ, ვინც დღეს დგას რუსთაველზე, თავისუფლების დაცვის იდეით და მინდა გამოვხატო პატივისცემა შეკრების თავისუფლების მიმართ. ჩვენთვის პრიორიტეტია ახალგაზრდებისთვის თვითრეალიზების საშუალების მინიჭება. რაც შეეხება უშუალოდ იმ მოვლენებს, რომელიც განვითარდა გუშინ და დღეს თბილისში, პირველ რიგში, ვიტყვი იმას, რომ სახელმწიფოს, სამართალდამცველ ორგანოებს აქვთ ფუნქცია მინიჭებული და ამ ფუნქციიდან გამომდინარე არის საჭირო კონკრეტული ღონისძიებების მიღება. გუშინ საუბარი იყო იმაზე, რომ საჭირო იყო კონკრეტული ღონისძიების განხორციელება, რომელიც მიზნად ისახავდა ახალგაზრდების ინტერესების დაცვას. პირველ რიგში უნდა განიმარტოს მიზანი, მიზანი იყო ის, რომ იყო კონკრეტული ინფორმაცია ნარკოტიკების რეალიზებასთან დაკავშირებით და ამ კონკრეტული ინფორმაციიდან გამომდინარე იმოქმედა შსს-მ. ეს არის ჩვეულებრივი მიღებული პრაქტიკა, მათ შორის საერთაშორისო პრაქტიკა, სხვადასხვა ქვეყანაში კლუბებში არაერთხელ მომხდარა ასეთი რამ. როდესაც არის კონკრეტული ოპერატიული ინფორმაცია, რომ შესაძლოა სიცოცხლისთვის საშიში ნარკოტიკი გავრცელდეს კონკრეტულ დაწესებულებაში, ამ შემთხვევაში შეიძლება განხორციელდეს შესაბამისი საპოლიციო ღონისძიება. კანონი ყველასთვის უნდა იყოს კანონი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპი, საწიროა ასევე სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობა, იმისათვის, რომ იყოს უზრუნველყოფილი კანონის დაცვა და იყო ძლაიან ბევრი შემაშფოთებელი ფაქტი, რამდნეიმე ახლაგაზრდა დაიღუპა და სწორედ ამას უკავშირდებოდა ის ღონისძიება რაც გუშინ განხორციელდა.

პარლამენტის თავმჯდოამრე ირაკლი კობახიძე გუშინ კლუბებში განხორციელებულ სპეცოპერაციებზე ტელეკომპანია იმედის ეთერში.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები