სპეცოპერაცია კლუბებში

კვირიკაშვილი: მიუღებელია დაპირისპირება და საზოგადოების გახლეჩვის მცდელობა

ჩემო შვილებო, მეგობრებო, ახალგაზრდებო, თქვენ ხართ მომავალი თაობა, ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე. მე პირადად ვარ გარანტი, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში თქვენი სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას არაფერი დაემუქრება. სწორედ ეს არის ერთერთი უდიდესი მონაპოვარი, რომლითაც ჩვენი ხელისუფლება სამართლიანად ამაყობს. ეს თქვენი მონაპოვარიც არის. ის რომ ადამიანი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფა ჩვენი პრიორიტეტია, გასული საათების მანძილზე დადასტურდა. პოლიცია, სამართალდამცავი უწყებები ყველაფერს აკეთებენ, რომ შეუზღუდავად შეძლოთ თქვენი აზრის გამოხატვა. ამ ფონზე, როდესაც სახელმწიფო ძალისხმევას არ იშურებს ადამიანის ამ უმნიშვნელოვანესი უფლებების დასაცავად, კატეგორიულად მიუღებელია და დაუშვებელია რაიმე სახის დაპირისპირება და საზოგადოების გახლეჩვის მცდელობა. მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს, მაქსიმალურად გააძლიერონ უსაფრთხოების ღონისძიებები. ნებისმიერი შესაძლო დაპირისპირების პრევენციის მიზნით.

კლუბებში სპეცოპერაციიდან ორი დღის შემდეგ პრემიერმა პირველი განცხადება გააკეთა. მან "ადამიანების სიცოცლისა და ქვეყნის მომავლის დასაცავად" გაერთიანებისკენ მოუწოდა.

კომენტარები