სპეცოპერაცია კლუბებში

წიქარიშვილი გახარიასთან შეხვედრაზე: შესაძლოა, მივიღოთ მნიშვნელოვანი შედეგები

მე მგონი ყველანი ვხვდებით, რომ საკმაოდ კრიზისული მდგომარეობაა, პრინციპში იქითა მხარის მხრიდან და პრინციპში პირდაპირ ითქვა, რომ საკმაოდ უჭირთ გამკლავება მათთან. მთავარი ამბავი არის ის, რომ ყველა ჩვენს მოთხოვნაზე ახლა მიდის ძალიან მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები. შესაძლოა, ჩვენ მივიღოთ მართლაც მნიშვნელოვანი შედეგები. ამიტომ უმორჩილესად გთხოვთ, რაღაც პერიოდის განმავლობაში იქნებ შევინარჩუნოთ სიმშვიდე შედარებით, რადგან სიმშვიდე არის ჩვენი ტონი. მივალ, დავბრუნდები და გეტყვით ყველაფერს.

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის "ჩვენი თავისუფლებისთვის" ერთერთი ორგანიზატორი ბექა წიქარიშვილი აქციაზე შეკრებილებთან შს მინისტრთან შეხვედრიდან გამოვიდა და შემდეგ უკან დაბრუნდა. გიორგი გახარია აქციის ორგანიზატორებს ამ დრომდე პარლამენტის შენობაში ელაპარაკება.

კომენტარები