გია ნოდია

ნოდია: არ არის საკმარისი, "სუფთა", "ალალი" და თავისუფლების მოყვარული იყო. ჭკუაც საჭიროა

აქციის მონაწილეები თავის იტყუებენ, შედეგს მივაღწიეთო, თუმცა რაში მდგომარეობს ეს შედეგი, ძნელი გამოსათქმელია.

მინისტრმა პირობითი ბოდიში მოიხადა: თუ ჩემებმა რამე დააშავეს, ბოდიშს გიხდით, თუ თქვენებმა დააშავეს პოლიციასთან, თქვენ მოიხადეთო. ესაა შედეგი?

შედეგს ნამდვილად მიაღწია კონტრაქციამ და ხელისუფლებამ: აქცია დაიშალა ზოგადი და ბუნდოვანი დაპირებების ფასად. რაც აძლიერებს ვარაუდს, რომ ამ ორის მიზანი რეალურად საერთო იყო. მინისტრმა ღიად დააყვედრა კიდეც: მადლობა გვითხარით, რომ ამ ხალხს არ ვაცემინეთ თქვენი თავიო.

ფუნდამენტური, ამოსავალი სისულელე ამ ყველაფერში არის "აპოლიტიკურობის" მითი. თან ამბობ, პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი გადადგესო, თან ამბობ, "აპოლიტიკური" ვარო. ეს იდიოტიზმია.

როცა მთავრობის შეცვლას ითხოვ, რაღაც დონის წარმოდგენა უნდა გქონდეს, ვინ გინდა მის მაგივრად. თუ ეს არ იცი და მაინც რადიკალურ ლოზუნებს ისვრი, ხარ უპასუხისმგებლო და დასამარცხებლად განწირული.

არ არის საკმარისი, "სუფთა", "ალალი" და თავისუფლების მოყვარული იყო. ჭკუაც საჭიროა და იმ ნაბიჯების გათვლა, რაც შენს მოქმედებებს მოჰყვება.

საკუთარ facebook-ზე წერს გია ნოდია.

კომენტარები