გიგა ბოკერია

ბოკერია: ხელისუფლებამ PR აქცია ჩაატარა

პრემიერმინისტრიც, შინაგან საქმეთა მინისტრიც ამ აქციებს ერთ სიბრტყეში განიხილავდნენ - "მოვუწოდებთ ორივე ჯგუფს ძალადობის წინააღმდეგ". ზოგადად მთელი გასული წლების განმავლობაში იყენებდნენ ამ ჯგუფს სხვადასხვანაირად. სიტყვა გამარჯვებას არ ვიხმარდი, იმიტომ რომ რა გამარჯვებაზეა საუბარი, როდესაც ასეთი ვითარება გვაქვს ქვეყანაში. ხელისუფლებამ იაფფასიანი, ძალადობრივი და უკანონი PR აქცია ჩაატარა, იმიტომ რომ შეწუხდნენ იმ შეხედულებით, რომ იმ ახალგაზრდების ტრაგიკული სიკვდილი ბრალდებოდა ხელისუფლებას. შემდეგ გარეთ სიტყვის თავისუფლება შეზღუდეს იმ ახალგაზრდების, ვინც ეს გააპროტესტა.

რუსთავი 2-ის ეთერში ამბობს გიგა ბოკერია.

კომენტარები