ბოკერია: ვაპირებთ, ამ ვითარებიდან პოლიტიკური ფასის გარეშე არ გამოვიყვანოთ ხელისუფლება

ახლა ჩვენი, დემოკრატიული პროდასავლური ოპოზიციის ამოცანაა, რომ ყველა ინსტრუმენტი გამოვიყენოთ, რათა ამ ხალხს პასუხი მოვთხოვოთ - საჯარო დისკუსიისას და რაც მთავარია შემდეგ არჩევნებზე. ბატონ გახარიას თუ გონია, რომ რახან იქ ისაუბრა და წამოვიდა, ბოდიში მოიხადა (ოღონდ მერე ბოდიში მოითხოვა საზოგადოებისგან, არ ვიცი რისთვის), ასე დამთავრდება საჯარო დისკუსია, ეს ასე არ მოხდება.

... რაც მოხდა, ეს არ არის მხოლოდ მათი საქმე, ვისაც ისინი შეეხნენ. ეს ყველას ჩვენი საქმეა, მომავლის საქმეა. ამიტომ ჩვენ ვაპირებთ (იმედი მაქვს, სხვებსაც იგივე პოზიცია ექნებათ), ამ ვითარებიდან პოლიტიკური ფასის გარეშე არ გამოვიყვანოთ ხელისუფლება. ამას შემაკავებელი ეფექტი უნდა ქონდეს, ყველა ლეგიტიმური მეთოდით ბოლომდე უნდა შევაწუხოთ და გამოვავლინოთ ის ფარისევლობა, რაც დღეს ვიხილეთ მინისტრ გახარიასგან.

მით უმეტეს იმ ძალიან სახიფათო გზავნილის შემდეგ, როცა მოძალადე პროპუტინური ჯგუფები, რომლებსაც თვითონ ახალისებდნენ, ერთ სიბრტყეში შეაფასა, რომ "ორივე მხარეს ჩვენ მოვუწოდებთ...". ეს არის მძიმე საფრთხის კიდევ უფრო დამძიმება ჩვენი ქვეყნისთვის რაც დღეს ვიხილეთ ამ ხელისუფლებისგან.

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი რუსთავი 2-ის ეთერში აფასებს "ჩვენი თავისუფლებისთვის" აქციას, კონტრაქციებს და რუსთაველის გამზირზე შს მინისტრის მისვლას.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ცოლის ცემისთვის თბილისში 34 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები