ომბუდსმენი: აქციის მონაწილეებმა მაღალი პასუხისმგებლობა გამოიჩინეს, რომ დაიშალნენ

უზრუნველყოფილი იქნა მშვიდობიანი გამოხატვა. ვფიქრობ, ძალიან მაღალი პასუხისმგებლობა გამოიჩინეს აქციის მონაწილეებმა, რომ დაიშალნენ. ვფიქრობ, რომ მოთხოვნები კონკრეტულ შედეგებზე უნდა იქნას ორიენტირებული. კონკრეტული ცვლილებების და რეფორმის გატარება უნდა გახდეს მოთხოვნა.

კონტრაქციის მონაწილეების მხრიდან მოწოდებები იყო ძალადობრივი, მოწოდებები იყო ძალადობრივ დაპირისპირებაზე, რაც სრულიად მიუღებელია და სცილდება გამოხატვის თავისუფლების და მშვიდობიანი გამოხატვის ფორმებს. ამიტომ ჩემი აქ მოსვლის მიზანიც იყო ის, რომ მე დავინახე, რომ მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ იყო მობილიზებული ძალადობრივი ჯგუფი.

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გვიან ღამით რუსთაველის გამზირზე მივიდა.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო დატოვა (LIVE)

კომენტარები