აქცია რუსთაველზე

პრეზიდენტი: კინაღამ სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე აღმოვჩნდით

ამ დღეების გამავლობაში ჩვენ ვნახეთ როგორც პოლიტიკური, ისე ადმინისტრაციული ქმედებების სრული კრახი და შეცდომების მთელი წყება, რომელიც დაიწყო რეიდით თუ სპეცოპერაციით და შემდეგაც გრძელდებოდა. რანაირად შეიძლება მოვახერხოთ, რომ რამდენიმე საათში სამოქალაქო დაპირისპირების ასეთ ზენიტამდე მივიდეთ, დღემდე კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება. ბუნებრივია, ამ კითხვის ნიშნებს სჭირდება ძალიან პირდაპირი პასუხები. რანაირად შეიძლება რამდენიმე საათში მოვახერხოთ, რომ მივიდეთ იმ წერტილამდე, რომ კინაღამ სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე აღმოვჩნდით. შესაბამისად, ჩვენი მიზანი იყო და რჩება შევინარჩუნოთ ერთდროულად გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლება, ამავე დროს, მოვახერხოთ და წესრიგი იქნას შენარჩუნებული, როგორც დედაქალაქის ქუჩებში, ასევე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესში.

ინტერპრესნიუსის ცნობით, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციებს გამოეხმაურა, რომელიც ღამის კლუბებში სპეცოპერაციის შემდეგ დაიწყო და გუშინ, შს მინისტრთან მოლაპარაკების შემდეგ დაიშალა. აქციის პარალელურად, ქართული მარშის მონაწილეებმა კონტრაქციაც გამართეს.

კომენტარები