ნარკოპოლიტიკა

კობახიძე: ნარკოპოლიტიკაზე კანონპროექტი უახლოესი ორი კვირის ვადაში მომზადდება

ჩვენ გავაკეთეთ უკვე გარკვეული განაცხადი იმასთან დაკავშირებით, თუ რა ვადებში მომზადდება შესაბამისი კანონპროექტი და რა ვადებში იქნება მიღებული ეს კანონპროექტი, რომელიც უკავშირდება ნარკოპოლიტიკას. ჩვენი ამოცანაა, რომ მიმდინარე სესიის ბოლომდე, ანუ ივნისის ბოლომდე, დავასრულოთ უკვე კანონპროექტის მიღება. ეს ნიშნავს იმას, რომ უახლოესი ორი კვირის ვადაში უნდა მომზადდეს შესაბამისი კანონპროექტი. [..] მთავარი ამოცანა სწორედ უმრავლესობის შიგნით მოსაზრებების შეჯერებაა. შესაბამისად, დავიწყებთ ამაზე აქტიურად მუშაობას და უახლოესი ორი კვირის განმავლობაში უნდა შევჯერდეთ ჩვენ აუცილებლად პრინციპებზე - ეს არის ამოცანა და მე ვფიქრობ, რომ ეს არის საკმაოდ რეალისტური ამოცანა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ეს განცხადება დღეს, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

კომენტარები