პრემიერი: პრაქტიკულად 2 დღე-ღამე გავათენეთ, შედეგად, თავიდან ავიცილეთ დაპირისპირება

საერთოდ, მინდა ვთქვა, რომ მმართველმა გუნდმა იმუშავა მაქსიმალური, ძალიან კარგი კოორდინაციით. იყო როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების, ისე პარლამენტისა და თბილისის მუნიციპალიტეტის ჩართულობა, აბსოლუტურად ყველა იყო ჩართული. გუშინ, კონკრეტულად მინისტრ გახარიას მიერ მიღებული გადაწყვეტილებები იყო ოპტიმალური იმ ვითარებაში, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებოდით. მთელი ამ ორი დღის განმავლობაში, პროცესში ძალიან აქტიურად იყო ჩართული კახი კალაძე, რა თქმა უნდა, პარლამენტის თავმჯდომარე და მეც. ჩვენ, ყველამ ერთად პრაქტიკულად ორი დღე-ღამე გავათენეთ და შედეგად მივიღეთ ის, რომ თავიდან ავიცილეთ დაპირისპირება და მივიღეთ სწორი გადაწყვეტილებები. დანარჩენი მომავალ დღეებში გამოჩნდება.

 

პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი რუსთაველის გამზირზე გამართული აქციების შესახებ.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: მაღალტემპერატურულ ღუმელში 55 მლნ ლარის ღირებულების ნარკოტიკი გავანადგურეთ (VIDEO)

კომენტარები