წიქარიშვილი: მოლაპარაკებაზე შს მინისტრმა თქვა, რომ კონტრაქციის კონტროლი უჭირდა

ჩემთვის, როგორც რიგითი მოქალაქისთვის, ძალიან მძიმე იყო იმის ხილვა, რისი ხილვაც გუშინ მიწევდა აქციიდან. რეალურად იქ იყო კრიზისული ვითარება. იქ იყო პანიკაც, შიშიც და ვცდილობდით ეს მუხტი არ გადასულიყო ესკალაციაში. ძალიან ვცდილობდით, რომ შეგვენარჩუნებინა სტაბილური მოცემულობა და სიმშვიდე, იგივე დაპირისპირება აგვერიდებინა თავიდან. ეს იყო ნომერ პირველი ამოცანა ჩვენთვის. 

მოლაპარაკებაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მას უკვე უჭირდა კონტროლი კონტრაქციის მონაწილეების და ის ვერ შეინარჩუნებდა მშვიდობიან კორდონს და შესაძლოა გამხდარიყო საჭირო დარბევა [კონტრაქციის დარბევა]. ჩემთვის ეს საკმაოდ მძიმე სანახავი იქნებოდა და გარდა ამისა, ამ დარბევას შეიძლება მოჰყოლოდა კიდევ უფრო მეტი დაპირისპირება და ესკალაცია, გართულება სიტუაციის. ვერ ვიქნებოდი მათი დარბევის მომხრე, რადგან დარბევის წინააღმდეგ დავიწყეთ ფაქტობრივად ჩვენ აქციები. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს ადამიანები, უმეტესობა მათგანი, შეცდომაშია შეყვანილი

განაცხადა თეთრი ხმაურის ერთერთმა ლიდერმა ბექა წიქარიშვილმა ტვ პირველის ეთერში.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ პირი, რომელმაც ორი კვირის წინ მესტიაში ახალგაზრდა მოკლა (video)

კომენტარები