წულუკიანი ტატუნაშვილზე: ორგანოების გადმოცემის გარდა, სხვა ჭრილშიც უნდა ვიმუშაოთ

ყველა ის საკითხი, რომლებიც ეხება ტატუნაშვილის საქმეს, იქნება არა მხოლოდ დღევანდელ შეხვედრაზე, არამედ ყველა და ნებისმიერ ფორმატში დაყენებული სახელმწიფოსა და მისი წარმომადგენლების მხრიდან. როგორც ამასწინათ გითხარით, ჯერ კიდევ იმ დღეებიდან, როდესაც ცხედარსა და მის გადმოცემაზე გვიწევდა მუშაობა, ჩვენს სამინისტროში შემუშავდა სტრასბურგში გასაგზავნი პირველადი საჩივრის ტექსტი. შემდეგ ყველაფერს ვაკეთებდით იმისთვის, რომ ცხედრის გადმოცემისთვის ხელი არ შეგვეშალა, რომ ოჯახს და საქართველოს მისცემოდათ გლოვის უფლება. ჩვენ ახლა უნდა გავაგრძელოთ მუშაობა არა მხოლოდ ორგანოების გადმოცემის ჭრილში, არამედ სხვა არაერთ ჭრილში; მათ შორის, სამართლებრივში, იმისთვის, რომ, როდესაც იუსტიციის სამინისტრო საქართველოს სახელმწიფოს სახელით რუსეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ შეიტანს საჩივარს სტრასბურგის სასამართლოში, იქ ყველა პროცედურული წესი მაქსიმალურად იყოს დაცული და ჩვენს მხარეზე იმისთვის, რომ მოწინააღმდეგე მხარეს არ მივცეთ  სამართლებრივად რაიმე კომპონენტის ეჭვქვეშ დაყენების საშუალება.

თეა წულუკიანი არჩილ ტატუნაშვილის საქმის შესახებ. დღეს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრა იმართება.

კომენტარები