სპეცოპერაცია კლუბებში

მეზვრიშვილი: ბოდიში იყო იმ მომენტში ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება

რა თქმა უნდა, ეს იყო გულწრფელი ბოდიში. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოდიში მოვიხადეთ იმიტომ, რომ იმ მომენტში ეს იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება. ჩვენ ბოდიში მოვუხადეთ კლუბში შეკრებილ იმ ადამიანებს, რომლებსაც ჩვენი, აბსოლუტურად ლეგიტიმური საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებით კლუბში და კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე დისკომფორტი შეექმნა.

თქვა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში. შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ ბოდიში 13 მაისს, თეთრი ხმაურის მოძრაობის აქციაზე მოიხადა, რის შემდეგაც აქცია დაიშალა. შეკრებილები 2 დღის განმავლობაში 12 მაისის ღამეს კლუბებში ბასიანი და გალერი პოლიციის შეჭრას აპროტესტებდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქ სპეცოპერაცია ჩაატარა. აქ მყოფ ადამიანებს ტერიტორია იძულებთ დაატოვებინეს. უწყებამ 8, მათი თქმით, ნარკორეალიზატორი დააკავა. თუმცა, სახალხო დამცველის ინფორმაციით, ეს ადამიანები კლუბის ტერიტორიაზე არ დაუკავებიათ. 

კომენტარები