თბილისის მერია

კალაძე: სამარშრუტო ტაქსებში კონდიცირების პრობლემა უნდა მოგვარდეს

გავალებთ, რომ ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსების კომპანიის მფლობელებთან მოლაპარაკებები დაიწყოთ, რომ ზაფხულში კონდიცირების პრობლემა მოგვარდეს, რათა მერსა და მერიას განმარტებების გაკეთება და მითითებების მიცემა არ დასჭირდეს, რომ მოქალაქეებს ელემენტარულად, კომფორტულად შეეძლოთ მგზავრობა.

გავალებთ, რომ დღესვე დაიწყოთ მოლაპარაკებები კომპანიასთან, რათა აღნიშნული პრობლემა არ გახდეს სალაპარაკო. მათ აქვთ დრო და არის შესაძლებლობა იმისა, რომ მგზავრები კომფორტულ გარემოში გადაადგილდნენ. დღესვე დაიწყეთ ამაზე მუშაობა და აღნიშნული პრობლემა იქნეს მოგვარებული

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილე მაია ბითაძესა და თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელს მამუკა მუმლაძეს დაავალა, სამარშრუტო ტაქსებში კონდიცირების საკითხის მოგვარებაზე მუშაობა დღესვე დაიწყონ.

კომენტარები