სპეცოპერაცია კლუბებში

ხოშტარია: სახელმწიფომ დააკანონა, რომ თუ ძალიან დაგვემუქრებიან, აზრი აღარ გამოვხატოთ

ბოლო მოვლენების მერე ბევრი საუბრობს სამოქალაქო დაპირისპირებაზე და იმაზე, რომ ავირიდეთ თავიდან. ბევრი რამე აიზილა ერთმანეთში.

1. სამოქალაქო დაპირისპირების საფრხე ჩნდება მაშინ, როდესაც სახელმწიფო დისფუნქციურია (90იანებში მაგალითად), ანუ როდესაც ძალადობის აღკვეთას ვერ ახდენს. მოძალადე ჯეჯილდება და მანდ მართლა ჩნდება საშიშროება, რომ რაღაც სპეციალური მიზნებით ან შეიძლება დარწმუნებით, რომ ‘მე მართალი ვარ და იდეისთვის ვინრძვი’ ადამიანები შეასკდენ ერთმანეთს. ამიტომ მთავარი შემაკავებელი დაპირისპირების არის სწორედ ძლიერი და სამართლიანი, კანონზე ორიენტირებული პოლიცია. როდესაც ვინმე იწყებს ძალადობას მნიშვნელობა არ აქვს მე მის აზრს ვიზიარებ თუ არა, უნდა დააკავო, აკონტროლო და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, თავად პოლიცია არ უნდა იქცეს მოძალადედ. ამ პრობლემის ტრადიცია და პრაქტიკაც გვაქვს ქვეყანაში, მაგრამ ამის გამო არ უნდა მოგვწონდეს დისფუნქციური პოლიცია, თორემ როგორც ვამბობ ეს ძალადობას და დაპირისპირებას მოიტანს

2. ყველა საზოგადოებაში არის განსხვავებული აზრები ტრადიციის მნიშვნელობაზე, ადამიანის თავისუფლებაზე, სახელმწიფოს როლზე და მილიონ რამეზე. ამაზე მსჯელობა ნორმალურია და ვინც ჩემ აზრზე არაა ის ჩემი მტერი არაა და უნდა ვიკამათოთ, ავხსნათ, აქტივიზმით ვეცადოთ შევცვალოთ და რა თქმა უნდა არა ცემა ტყეპით.

შესაბამისად ‘კონტრაქციის’ პრობლემა ის კი არაა, რომ იქ განსხვავებული აზრის ხალხი იყო, არამედ ის, რომ მათ გადაწყვიტეს ძალადობრივად შეუშალონ ხელი სხვებს აზრის გამოხატვაში. ამ მომენტში სახელმწიფომ დააკანონა, რომ თუ ძალიან დაგვემუქრება ვინმე წავიდეთ, აზრი აღარ გამოვხტოთ და ვიცხოვროთ ძალადობის შანტაჟის ქვეშ და ეს შეფუთა ვითომ დაპირისპირების საფრთხის არიდებით.

სწორედ ამიტომ დაპირისპირება კი არ ავირიდეთ, მისი საფრთხე გავაღრმავეთ და ამიტომ აუცილებლად უნდა მოვთხოვოთ ხელისუფლებას, რომ თავის ფუნქცია და ვალდებულება შეასრულოს.

ევროპული საქართელოს წევრი ელენე ხოშტარია რისთაველზე გამართული აქციებისა და კონტრაქციის შესაძლო დაშლის შესახებ.

კომენტარები