ბექა მინდიაშვილი

მინდიაშვილი: თუ სახელმწიფო არ იყენებს კანონიერ ძალას, თავს აუქმებს და ძალადობს ბრბო

რამდენიმე აქტუალური უმსჯელობა:

1) "შვილების თაობა ყოველთვის უკეთესია მამებისაზე" - ისტორიაც და თანამედროვეობაც გვიჩვენებს, რომ ეს ასე არ არის: კომუნისტებიც, ფაშისტებიც, ნაცისტებიც, ფუნდამენტალისტებიც და ჩვენებური ხულიგნებიც შვილების თაობაა. უკეთესი არის ის, ვინც გაცნობიერებულად იბრძვის თავისუფლებისთვის, ვინც იცავს თავისუფლების ღირებულებებს და ა.შ.

2) "პროგრესი გარდაუვალია" - ესეც ანალოგიური უმსჯელობა. ტოტალიტარული სისტემები პროგრესის სახელით იქმნება, ხოლო ჰეგელიანურ-მარქსისტური ბედისწერა, ისტორიის წინასწარ განსაზღული გეგმა, დადასტრურებულად ვიცით, რომ არ არსებობს. რეალურ განვითარებას თავისუფლებისთვის მუდმივი ბრძოლა, მუდმივი მუშაობა, მუდმივი არჩევანი განაპიროებებს, რაც შეიძლება მარცხითაც დამთავრედეს და გამარჯვებითაც

3) "რევოლუცია გვინდა" - ნებისმიერი ტიპის, გინდ პოლიტიკური, გინდ კულტურული რევოლუცია იმთავითვე ნეგატიური მოვლენაა, რადგან ბუნებრივ, გამოცდილებაზე, ტრადიციაზე დაფუძნებულ, სპონტანურ განვითარებას აჩერებს, რეალური ისტორიიდან გჭრის და დიდ ილუზიურ სამაყაროში გალივლივებს. რევოლუცია დაკავშირებულია სოციალურ ინჟინერიასათან, მეხსიერების წაშლასთან, დეჰუმანიზაციასთან, კოლექტივიზმთან და უტოპიზმთან, რომლის სახელით მართლდება ხოლმე მასობრივი ტერორი

4) "სახელმწიფო საერთოდ არავიზე უნდა ძალადობდეს" - სახელმწიფოს არსებობის ერთადერთი გამართლება მასზე დელეგირებული ძალადობის ფუნქციაა. როცა სახელმწიფო არ იყენებს კანონიერ ძალას, ის საკუთარ თავს აუქმებს და მის მაგივრად ძალადობს უმრავლესობა, ბრბო. უმრაველობის ძალადობა ტოტალური ხასითის ძალადობაა. სახელმწიფოს ძალადობა, ლიბერალურ დემოკრატიებში - სრულიად კონკრეტული

კომენტარები