17 მაისი

გიორგი ჭელიძე: გამოვიყენებთ უთოებს, ჩანგლებს და ყველაფერს რაც ჩვენს ხელში იქნება

ჩვენი განცხადებები იყო აბსოლუტუტად კანონიერი, კანონის ფარგლებში. ამასთან დაკავშირებით კითხვები გაჩნდა, აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. მე და ორგანიზაცია "შავპერანგიანების" ასმეთაური თორნიკე ვაშაკიძე გახლდით პოლიციის სამმართველოში დაბარებული, ჩვენ გამოგვკითხეს და ვთქვით, რომ ჩვენი განცხადებები იყო თავდაცვითი განცხადებები. 

არავინ არ უხდის ჩვენს ორგანიზაციას ფულს, არანაირი დაფინანსება არ გვაქვს, არც ოფისი გაგვაჩნია.

მე მაქვს სანადირო იარაღი, გადაჭრილი, ვინჩესტერი კანონის სრული დაცვით მაქვს შეძენილი. ჩემს თანაგუნდელებსაც კანონის საფუძველზე აქვთ იარაღი შეძენილი. თუკი ის მოვლენები განვითარდება, რაც მოხდა 1991 წელს, მე მახსოვს ბუნდოვნად ეს დრო, როდესაც მთავრობას გაექცა კონტროლი, მოხდა სამოქალაქო ომი და სისხლის ღვრა, რომელმაც ჩვენი ქვეყანა ათწლეულობით დახია უკან, ჩვენ ასეთ დროს ჩავერთვებით. გამოვიყენებთ უთოებს, ჩანგლებს და ყველაფერს რაც კი ჩვენს ხელში იქნება

ტელეკომპანია იბერიას ეთერში ამბობს ნეოფაშისტური გაერთიანების "ეროვნულ სოციალისტური მოძრაობა - საქართველოს ეროვნული ერთობას" ხელმძღვანელი გიორგი ჭელიძე.

კომენტარები