ჰომოფობია

კილაძე: ოჯახის სიწმინდე მომავალ თაობებს გადავცეთ, ასევე დავიცვათ მოწყვლადი ჯგუფი

არაერთხელ აღმინიშნავს ჩვენი ქვეყნის ტოლერანტობის ხანგრძლივი ისტორიის შესახებ და ვთვლი, რომ ღირებულებების თვალსაზრისით, ჩვენ ისტორიულად ევროპული ოჯახის ნაწილი ვართ. ამ ისტორიულმა ტრადიციამ ქვეყნის უზენაესი კანონში ჰპოვა სამართლებრივი საფუძველი. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუცია კრძალავს ყველა სახის დისკრიმინაციას და უზრუნველყოფს თითოეული ინდივიდის თანასწორუფლებიანობას.

მოწყვლადი ჯგუფების მათი დაცვა სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებულ საჭიროებას წარმოადგენს. დემოკრატიული სახელმწიფოსათვის ფუნდამენტური მნიშვნელობის არის უმცირესობათა უფლებების დაცვა. შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში ჰომოფობიისა და ტრანსფობიისთვის ადგილი არ რჩება.

იმავდროულად, ოჯახის სიწმინდის დაცვა ჩვენი ქვეყნის დიდი ნაწილისთვის უმნიშვნელოვანესია. ის ჩვენი საზოგადოების უმეტესობისთვის ტრადიციაა, რომელსაც გაფრთხილება და მომავალი თაობებისთვის გადაცემა სჭირდება.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თამჯდომარის სოფო კილაძის განცხადებას პარლამენტის პრესსამსახური აქვეყნებს.

კომენტარები