17 მაისი

ილია II: ოჯახი არის ქვეყნის, სახელმწიფოს საფუძველი

სიხარული გაუგებარია, როდესაც საყვარელი პიროვნება გშორდება, მაგრამ მოციქულებს ყოველთვის ახსოვდათ უფლის სიტყვები - „მე თქვენთანა ვარ ყოველთა დღეთა ვიდრე აღსასრულამდე“. აი დღესაც მაცხოვარი ჩვენთანაა, ვმადლობთ მას მისი დიდი წყალობისათვის. დღეს კიდევ დიდი დღესასწაულია, ჩვენ ვდღესასწაულობთ ოჯახის სიმტკიცეს. ოჯახი ეს არის საფუძველი სახელმწიფოსი, ქვეყნის და ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ ბედნიერი იყოს ჩვენი ოჯახი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგიის დასრულების შემდეგ ქადაგებისას ბრძანა.

კომენტარები