გახარია პარლამენტში

გახარია: კლუბების მხრიდან არ ყოფილა შემთხვევა, მოემართათ შსს-თვის მოგვეხმარეთო

მეც მჯერა, რომ თქვენ აბსოლუტურად სწორი წარმოდგენა გაქვთ იმასთან დაკავშირებით, რა ხდებოდა ამ კლუბებში, თუმცა ისიც კარგად გესმით, რომ ჩვენ კლუბური ცხოვრების და მოდის წინააღმდეგი არ ვართ. თუმცა, როდესაც გარკვეული სოციუმი გვიმტკიცებს, რომ ეს წარმოუდგენელია, კლუბებში ასეთი რამე არ ხდება და ჩვენ უბრალოდ გვაქვს კონკრეტული მტკიცებულებები, რომ ეს ყველაფერი ხდება, საკმაოდ ქაოტურად, საკმაოდ ორგანიზებულად და როდესაც არცერთი შემთხვევა კლუბის მფლობელების ან ხელმძღვანელობის მხრიდან არ ყოფილა, რომ მათ მიემართათ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის და ეთხოვათ „მოგვეხმარეთ,“ „მოგვეხმარეთ ამ პრობლემის გადაწყვეტაში“. მაშინ როდესაც ჩვენ ვხედავთ მტკიცებულებებით, რომ ადამიანები, რომლების ვაჭრობენ ნარკოტიკული საშუალებებით, ჩვეულებრივად ყოველგვარი დაცვის გვერდის ავლით შედიან გამოდიან, ერთი და იგივე ადამიანები არიან ერთი და იმავე კლუბებში, როდესაც ვხედავთ, რომ ეს ადამიანები არიან ამ კლუბის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, რა თქმა უნდა, ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არის სისტემური პრობლემა. სამწუხაროდ, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ჯანდაცვის სისტემაში ინტოქსიკაციის რაოდენობა კრიტიკულად გაიზარდა.

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, 12 მაისს კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციებზე საუბრობს.

კომენტარები