სპეცოპერაცია კლუბებში

გახარია: რატომ ავირჩიეთ ეს დრო? ორშაბათ დილით კლუბში შესვლა მინიმუმ გასაკვირი იქნებოდა

ჩვენ გვქონდა განჩინება კლუბის ჩხრეკაზე და არა ადამიანების ჩხრეკაზე ამ კლუბში, შესაბამისად შევედით იმ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც გაგვაჩნდა ამ დაკავებების შემდეგ და იმ მტკიცებულებების საფუძველზე, რომელიც მოგროვილი იყო სამ თვეში, რითაც დასტურდებოდა სისტემური კავშირი ამ ორ მოვლენას შორის.

რატომ ავირჩიეთ ეს დრო - მოგეხსენებთ, რომ ორშაბათ დილით კლუბში შესვლა იქნებოდა როგორც მინიმუმ გასაკვირი, ზოგიერთი ჩვენი კოლეგისთვის ობიექტურად ღიმილის მომგვრელი, სწორედ ამიტომ აირჩია ეს დრო სპეციალურმა საგამოძიებო გუნდმა და ამას ჰქონდა თავისი კრიტერიუმები - კლუბური ცხოვრება იწყება 12 საათიდან, იქ იყო მინიმალური რაოდენობა ხალხის მაქსიმალურად ფხიზელ მდგომარეობაში, იმ ხალხის, რომელსაც ამ ღონისძიებასთან საერთოდ არანაირი კავშირი არ ჰქონდა. ამ ხალხს მოვუხადეთ დიდი ბოდიში და ვუთხარით, რომ 260-ე მუხლის დათქმის საფუძველზე, თუ რამე უკანონო გაქვთ, ჩააბარეთ პოლიციას, ან დატოვეთ აქ და დიდი ბოდიში და მიბრძანდით. ვერ მანახებთ ვერც ერთ ადამიანს, ვისაც თმის ერთი ღერი ჩამოუვარდა, ვინც კლუბის შიგნით იმყოფებოდა და ვერ მანახებთ ვერც ერთ დაზარალებულს, რომელმაც ამ ღონისძიების შემდეგ მიმართა რაიმე ჯანდაცვის ორგანოს, მაგალითად.

შს მინისტრი გიორგი გახარია 12 მაისის სპეცოპერაციის შესახებ.

კომენტარები