სპეცოპერაციები კლუბებში

გახარია: განჩინება ორზე მეტ კლუბზე გვქონდა და ეს საგამოძიებო პროცესები გრძელდება

მსგავსი ღონისძიებები ტარდება ყველა ქალაქში, სადაც განვითარებულია კლუბური ცხოვრება და უფრო მძიმე შედეგებით. როგორც შედეგი, ჩვენ გვქონდა დადასტურებული ფაქტები, ვიდეოჩანაწერები, მსგავსი ქმედებების ამსახველი კონკრეტულ კლუბებში. განჩინება ჩვენ არ გვქონდა მხოლოდ ორ კლუბზე, გვქონდა უფრო მეტზე და ეს საგამოძიებო პროცესები გრძელდება. ჩვენ აშკარად ვხედავდით მდგრად კავშირებს, რომელიც არსებობდა კლუბების ადმინისტრაციასა და ნარკომოვაჭრეებს შორის. რისი ბრალი იყო ეს, ცუდი მენეჯმენტის, ზოგ შემთხვევაში, უკონტროლობის თუ ასე შემდეგ, ამას არ აქვს არანაირი გამართლება. შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოველთვის იბრძვის და იბრძოლებს ნარკოტიკების გასაღების წინააღმდეგ და ვერავინ ვერასოდეს ვერ შეზღუდავს ჩვენს ზონას სად შევიდეთ და სად არა.

შს მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში გამოსვლისას. გახარია 12 მაისს კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციებზე საუბრობს.

კომენტარები