გოცირიძე შს მინისტრს: ამბობდით ბოდიშს პირით, მაგრამ ხელი გქონდათ გადაჯვარედინებული

ბატონო გიორგი, თქვენ დღეს მოისმინეთ მლიქვნელური მადლობები, მაგრამ სად არის თქვენი ბოდიში? რატომ მოიხადეთ ბოდიში ახალგაზრდების წინაშე აქციების მსვლელობისას, რა, თქვენ მოახდინეთ თქვენი ბოდიშის დეზავუირება ამ ტრიბუნიდან? აქ აბსოლუტურად სხვა რამე მოვისმინეთ, თუ თქვენ უკან მიგაქვთ თქვენი სიტყვები, მაშინ აქ კი არ უნდა ილაპარაკოთ ამ მემადლობებეების გარემოში, არამედ, მიდით და ქუჩაში უთხარით, რომ მოიტყუეთ - თქვენ ამბობდით ბოდიშს პირით, მაგრამ ბავშვურად ხელი გქონდათ გადაჯვარედინებული და გულში ამბობდით, რომ - "გატყუებთ". ასე გააკეთეთ თქვენ და დღეს აქ ბაქიბუქობდით, თურმე საბოდიშო არაფერი გქონიათ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი რომან გოცირიძე შს მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

კომენტარები