ნარკოტიკები

გახარია: ინტერნეტის გზით ნარკოტიკების გასაღება არის უდიდესი გამოწვევა

ინტერნეტის გზით ნარკოტიკების გასაღება არის უდიდესი გამოწვევა არამხოლოდ ჩვენთვის, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ძალიან ძლიერი ქვეყნისთვის. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ ჩვენს პარტნიორებთან ვითანამშრომლოთ ამ მიმართულებით, გამოწვევა ძალიან სერიოზულია. დღეის მდგომარეობით, აქ ერთადერთი შესაძლებლობა არის სპეციალური ღონისძიებების საშუალებებით გამოვლენა კონკრეტული შემთხვევების. მოგეხსენებათ, ჩვენ მარეგულირებელთან ერთად, რამდენჯერმე დავბლოკეთ რამდენიმე საიტი, თუმცა, ჰოსტინგის სხვადასხვა გზებით მაინც ახერხებენ ადამიანები ამ საიტებზე მოხვედრას და გვრჩება ერთადერთი გზა - ფიზიკური თვალთვალის საშუალებებით გამოვავლინოთ მსგავსი შემთხვევები. რამდენიმე მსგავსი შემთხვევა გამოვავლინეთ, ერთი იყო გახსნილი, თუმცა, გვესმის, რომ მასშტაბების შეფასება დღეს ძალზე რთულია, ამიტომ აქ ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს საზოგადოებასთან თანამშრომლობას. 

შს მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში.

კომენტარები