ოჯახში ძალადობა

გახარია ბარნოვზე მოკლულ ქალზე: ორდერი გამოცემული იყო დედის და არა შვილის მიმართ

ერთი რამე უნდა გავითვალისწინოთ, რომ შემაკავებელი ორდერი იყო გამოცემული დედის და არა შვილის მიმართ, რომელიც სამწუხაროდ ტრაგიკულად დაიღუპა და ამას აქვს პრინციპული მნიშვნელობა. ეს იყო ის ქეისი, რომელშიც ოჯახში ძალადობის და შემაკავებელი ორდერის ეფექტურობაზე ბევრი რამ გაკეთდება, აქ არის საუბარი როგორც შემაკავებელი ორდერის განმეორებით დარღვევაზე ადმინისტრაციულიდან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაზე გადასვლაზე, აქ არის საუბარი მძიმე სიტუაციებსა და რეციდივების პირობებში "ბრასლეტების" ამოქმედებაზე და წლის ბოლომდე ჩვენ ამას გავაკეთებთ.

შს მინისტრი გიორგი გახარია ბარნოვზე მოკლული თაკო გამრეკელაშვილის შესახებ.

კომენტარები