სიმონ ჯანაშია

სიმონ ჯანაშია: პრობლემებს, რომლებსაც ვერ ვამჩნევთ, შეუძლია საზოგადოება გაანადგუროს

ბაყაყს თუ ცხელ წყალში მოვათავსებთ, ის ამოხტომას შეეცდება. თუ მისი სხეულის ტემპერატურის წყალში ჩავსვამთ და ცეცხლს ნელნელა მოვუმატებთ, ის სიამოვნებით დარჩება წყალში და ბოლოს ჩაიხარშება კიდეც.

ამ ილუსტრაციას ხშირად იყენებენ ამ ფენომენის ასახსნელად: პრობლემებს, რომლებიც თანდათან გროვდება, უფრო რთულად ვამჩნევთ, ვიდრე იმ პრობლემებს, რომლებიც თავზე ერთბაშად დაგვეცემა. პრობლემებს, რომლებსაც ვერ ვამჩნევთ, შეუძლია ორგანიზმი, საზოგადოება გაანადგუროს.

ასე ნელნელა შეიძლება შემოგეფშვნას დემოკრატიისთვის აუცილებელი თავისუფლება; შემოგეპაროს სახელმწიფოს, ან ფუნდამენტალისტების დაწესებული სიტყვის და ქცევის კონტროლის მექანიზმები. რომ მიხვდები, რომ კოლექტიური სტალინი და ბერია გმართავენ, ჩათვალე, რომ უკვე კარგა ხნის ჩახარშული ხარ.

დაწერა ისტორიკოსმა სიმონ ჯანაშიამ ფეისბუქზე, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში განვითარებულ მოვლენების შესახებ. 

კომენტარები