ინგა გრიგოლია

თოლორაია: შსს იძლევა სრულ გარანტიას, რომ ინგა გრიგოლიას უსაფრთხოება დაცული იქნება

როგორც იცით, სოციალურ ქსელში ამასთან დაკავშირებით განცხადება გავრცელდა, რომლის გამოქვეყნებისთანავე, საჯარო სივრცეში გავრცელებულ ინფორმაციაზე დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება. იმავე დღეს დავუკავშირდით ქალბატონ ინგა გრიგოლიას და იგი დაბარებულ იქნა გამოკითხვაზე. გუშინ, უკვე ნაშუადღევს, ქალბატონი ინგა გამოცხადდა საგამოძიებო სტრუქტურაში. მისი გამოკითხვა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, ვინაიდან მან მოყვა ბევრი ფაქტი, რომლებიც, როგორც ამ ბოლო პერიოდში, ასევე, წინა პერიოდში, მის მიმართ ხდებოდა. მისივე მონაწილეობით ჩატარდა რამდენიმე საგამოძიებო მოქმედება. ქალბატონი ინგა გრიგოლიას გამოკითხვის საფუძველზე ჩატარდა სხვა საგამოძიებო მოქმედებები და გამოკითხული იქნებიან მოწმეები. შს სამინისტრო სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ მიღებულია ზომები, რათა ქალბატონი ინგას უსაფრთხოება დაცული იქნას და ამის სრულ გარანტიას სამინისტრო ნამდვილად იძლევა. უახლოეს მომავალში, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება სრულყოფილად იქნება ჩატარებული და თავისთავად ცხადია, დადგება შესაბამისი პირის პასუხისმგებლობის საკითხი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლონდა თოლორაია ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას გამოკითხვის შემდეგ.

კომენტარები