საქართველო-აშშ

პომპეო: NATO-ს არაწევრი ქვეყნებიდან, საქართველო ავღანეთის მისიის ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორია

უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ჩვენი საერთო ინტერესების დაცვის საქმეში ამერიკის შეერთებული შტატები და NATO ეყრდნობიან ძლიერ, მოქმედებისთვის მზად მყოფ და თავდაცვისუნარიან პარტნიორებს. საქართველო სწორედ ასეთი პარტნიორია, რომელმაც საქმით დაამტკიცა თავისი მზადყოფნა, წვლილი შეიტანოს საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში და დაიცვას დასავლური ღირებულებები. საქართველო არის NATO-ს არაწევრ სახელმწიფოთა შორის ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორი ავღანეთის მისიაში. ისინი თავდაუზოგავად ასრულებენ ამ მოვალეობას. 32-მა ქართველმა მებრძოლმა თავი შესწირა იქ მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის საქმეს. ამერიკის შეერთებული შტატები პატივს მიაგებს საქართველოს მსხვერპლს და ჩვენ უდიდეს მადლობას მოგახსენებთ საქართველოს სიმტკიცისთვის ამ მნიშვნელოვან ერთობლივ მისიაში. ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო განაგრძობენ უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას, მათ შორის თანამშრომლობას გლობალურ ტერორიზმთან ბრძოლაში, საქართველოს ტერიტორიაზე ტერორისტი მებრძოლების შემოჭრის და სახიფათო ბირთვული მასალების კონტრაბანდის აღკვეთის საქმეში. 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრისას. (მთავრობის ადმინისტრაციის ოფიციალური თარგმანი).

კომენტარები