საქართველოს პრეზიდენტი

კობახიძე: არ შეიძლება, პრეზიდენტი ასეთ როლში იყოს, შემდეგი პრეზიდენტი იქნება ინტელექტუალი

ნაცვლად ასეთი შეურაცხმყოფელი განცხადებებისა, რომლებსაც აჟღერებინებს ხოლმე პრეზიდენტი თავის ადმინისტრაციას და მე პირდაპირ ვიტყვი, როცა უზრდელური გამონათქვამებით გამოდის პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ეს ნიშნავს იმას, რომ უზრდელური გამონათქვამით გამოდის თვითონ პრეზიდენტი. როცა ფიქრია ჩიხრაძე, გიორგი აბაშიშვილი, ანა დოლიძე და ასე შემდეგ, როდესაც ისინი შეურაცხყოფას აყენებენ დეპუტატებს, სხვა პოლიტიკოსებს, ამ დროს შეურაცხყოფას აყენებს პრეზიდენტი ამ ადამიანებს. პრეზიდენტი არ შეიძლება, ასეთ როლში იყოს. მე დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგი პრეზიდენტი, რომელიც აირჩევა უკვე ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში, იქნება ინტელექტუალი, იქნება განათლებული და ასეთი ადამიანი ვერ გააკეთებს იმას, რაც არის, სამწუხაროდ, ჩამოყალიბებული პრაქტიკა დღევანდელ რეალობაში.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ტელეკომპანია იმედის ეთერში.

კომენტარები