გამოხატვის თავისუფლება

ეპისკოპოსი საბა: პროტესტს ვუცხადებ რუსთავი  2-ის სარედაქციო პოლიტიკას

მინდა გამოვეხმაურო ბატონი გიორგი გაბუნიას მიერ წარმოთქმულ მორიგ მკრეხელობას! მან კარგად იცოდა, რა რეაქცია შეიძლება მოჰყოლოდა მის ასეთ საუბარს მაგრამ, მან ეს არ გაითვალისწინა, რაც პროვოკაციად და მიზანმიმართულ ქმედებად მიმაჩნია დესტაბილიზაცის და შფოთის შემოტანის მიზნით.
ქრისტესმიერ საყვარელნო სულიერო შვილებო, არ აყვეთ ბატონი გაბუნიას მიერ მოწყობილ პროვოკაციას და გთხოვთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე. 
მე როგორც ერთერთი თქვენთაგანი, პროტესტს ვუცხადებ რუსთავი 
2-ის სარედაქციო პოლიტიკას და დღეიდან არ ვაპირებ არცერთი იმ გადაცემის ნახვას რომელსაც ექნება რუსთავი 2-ის ლოგო.
მშვიდობა და მადლი ღვთისა იყოს თქვენ ყოველთა თანა!
სიყვარულით ეპისკოპოსი საბა (ინწკირველი).

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ამერიკისა და კანადის ეპისკოპოსი რუსთავი 2-ის ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას საავტორო ტექსტს ეხმაურება ლია უკლებას ნამუშევარ თვითმკვლელ ღვთისმშობელთან დაკავშირებით

კომენტარები