კალაძე: გამორიცხული და შეუძლებელია მეტროს მემანქანეების ხელფასის 45%-ით გაზრდა

ამ ეტაპზე არც კომპანიას და არც დედაქალაქის მერიას არა აქვს არანაირი შესაძლებლობა, რომ ხელფასები, რომელიც 1400-დან 2000 ლარამდე მერყეობს, 45%-ით გავზარდოთ. ეს არის გამორიცხული და შეუძლებელი, მაშინ როდესაც უმნიშვნელოვანეს მიმართულებებზე გვყავს ადამიანები დასაქმებული, რომლებიც იღებენ 400 ლარს, 600 ლარს, 700 ლარს, 800 ლარს და ძალიან საპასუხისმგებლო სამუშაო აქვთ. თუმცა, თუ მეკითხებით, საკმარისია თუ არა ის ხელფასი, რასაც იღებენ, არა მხოლოდ მეტროს მემანქანეებზე მაქვს საუბარი, ზოგადად, არ არის საკმარისი. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქვეყანა ეკონომიკურად განვითარდეს, წინ წავიდეს და პირველი მე ვიქნები, ვინც ამაზე გააკეთებს განცხადებას. ამის შესაძლებლობა ქვეყანას და ქალაქს უნდა გააჩნდეს.

ინტერპრესნიუსის ცნობით, თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტებთან საუბრისას.

კომენტარები