კალაძე: მეტროს მემანქანეებს არასწორი მოთხოვნები აქვთ, სასამართლოში გავასაჩივრებთ

რაც შეეხება სასამართლოს გადაწყვეტილებას, იცით, რომ გაფიცვასაც თავისი წესები აქვს. ვაპირებთ მათი მოთხოვნა სასამართლოში გავასაჩივროთ, რადგან ნამდვილად არასწორი მოთხოვნებია მათი მხრიდან წამოყენებული. მიუხედავად იმისა, რომ ახსნა-განმარტებები იქნა გაკეთებული, ვისმენთ განცხადებებს, რომ ისინი არ დაემორჩილებიან სასამართლოს გადაწყვეტილებას, ამიტომ, ჩვენ ვიმოქმედებთ კანონის ფარგლებში.

თბილისის მერი კახა კალაძე მეტროს მემანქანეების შესახებ, რომლებიც ხელფასის 45%-იან ზრდას ითხოვენ. აღსანიშნავია, რომ მეტროს მემანქანეენი გაფიცვით იმუქრეოდნენ, თუმცა, მათ სასამართლომ გაფიცვის უფლება მხოლოდ არასამუშაო საათებში მისცა.

კომენტარები