დეკანოზი თამაზ ლომიძე

დეკანოზი თამაზ ლომიძე: ცოდვილის დაწყევლა ქრისტიანობა არ არის

დაწყევლის შესახებ - როცა განკაცებული ღმერთი ავაზაკივით შეიპყრეს, ცილი დასწამეს, აგინეს, თავში ჯოხით სცემეს, აფურთხეს (სახარებაში ასე წერია), გაშოლტეს, სახეში სილა გააწნეს და ბოლოს ჯვარზე მიაჭედეს, მაინც არ დაუწყევლია მისი მაგინებლები და მამა ღმერთს ასე ევედრებოდა მათთვის: გთხოვ, "აპატიე მამაო, რამეთუ არ ესმით, რას ჩადიანო." ეს მათთვის, ვისაც ცოდვილის დაწყევლა ქრისტიანული ჰგონია.

დეკანოზი თამაზ ლომიძე საკუთარ Facebook გვერდზე წერს. დღეს, მეუფე იობმა ქადაგებისას თქვა, რომ ის წყევლის და შეაჩვენებს გიორგი გაბუნიას.

კომენტარები